სირია

ისრაელის საჰაერო თავდასხმას დამასკოსთან ახლოს ოთხი ჯარისკაცი ემსხვერპლა

[STR/AFP via Getty Images]

სირიის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, 7 აგვისტოს ისრაელის საჰაერო თავდასხმას დამასკოსთან ოთხი ჯარისკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. სირიის სახელმწიფო მედიამ აღნიშნული ინფორმაცია სამხედრო წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა, რომელსაც ჯერჯერობით არ ასახელებენ. სირიული ომის მონიტორინგის ჯგუფების ცნობით, ისრაელის თავდასხმების  სამიზნეები იარაღის საწყობები და ირანიდან მართული სამხედრო დაჯგუფებები იყო. 

სამხედრო ანგარიშის მიხედვით, რამდენიმე მოიერიშე რაკეტა სირიულმა საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს.

ისრაელის არმია საჰაერო წერტილოვან თავდასხმებს ახორციელებს ირანიდან მართული სამხედრო დაჯგუფებების, მათ შორის ჰეზბოლას და სირიის არმიის შიგნით არსებული პროირანული ჯგუფების წინააღმდეგ. სირიაში პროირანული ჯგუფების რაოდენობა 2011 წლის შემდეგ გაიზარდა, რაც ირანმა სირიის სამოქალაქო ომში ბაშარ ასადს მხარი დაუჭირა.

კომენტარები