ჯოზეფ ბორელი

კლიმატის ცვლილებები არის რეალობა, რომლის უარყოფაც შეუძლებელია – ბორელი

ჯოზეფ ბორელი
REUTERS/ Johanna Geron

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი და ევროკომისიის ვიცეპრეზიდენტი, ჯოზეფ ბორელი Twitter-ზე სტიქიურ მოვლენებს გამოეხმაურა.

"ამ ზაფხულში სტიქიური უბედურებები დამანგრეველ შედეგს იწვევს მთელ მსოფლიოში, საფრთხეს უქმნის სიცოცხლეს და სპობს სახლებსა და საარსებო წყაროებს. ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ტყის ხანძრები მძვინვარებს​. სლოვენია და საქართველო მძიმედ დაზარალდნენ წყალდიდობითა და მეწყრით. კლიმატის ცვლილებები არის რეალობა, რომლის უარყოფაც შეუძლებელია და ეს ქმნის საფრთხეს გლობალურად. ევროკავშირი ერთგულად უჭერს მხარს მათ, ვინც დაზარალდა. იქნებიან ისინი ხანძრებით დაზარალებულები საბერძნეთში თუ ფილიპინებში ტაიფუნის მსხვერპლი". - წერს ბორელი.

რაჭაში, სასტუმრო სანსეტ შოვის მიმდებარედ მეწყერის შედეგად მიწის მასა 3 აგვისტოს, დაახლოებით, 16:00 საათზე ჩამოიშალა

სტიქიის ზონაში სამაშველო-სამძებრო სამუშაოები გრძელდება. ბოლო მონაცემებით, ეძებენ 25-მდე ადამიანს, – მათ, ვისთანაც დაკავშირება ვერ ხერხდება. ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თქმით, დაკარგულებს შორის 7 ან 8 ბავშვია. დაღუპულია 18 ადამიანი. 

კომენტარები