კრიმინალი

აშშ-ში ქურდობის ბრალდებით ორ ქართველზე ძებნაა გამოცხადებული

აშშ-ში ქურდობის ბრალდებით ორ ქართველ მამაკაცზე ძებნაა გამოცხადებული. გიორგი ადეიშვილსა და გიორგი ონაშვილს ბრალად ედებათ Apple-ის მაღაზიის გაქურდვა.

აღნიშნული ბრალდების მიხედვით, ორმა ქართველმა და კიდევ რამდენიმე ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა პენსილვანიის შტატში 2022 წლის 19 სექტემბრიდან 2023 წლის 27 ივნისის ჩათვლით ქურდობა რვაჯერ განახორციელეს. 

ჯამში, გავრცელებული ინფორმაციით მოპარულია $10,070 ოდენობის ტექნიკა.

კომენტარები