ვაგნერის დაჯგუფება

მორავიეცკი: ვაგნერელები ბელარუსში NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის დესტაბილიზაციისთვის განათავსეს

პოლონეთის პრემიერმინისტრის, მატეუშ მორავიეცკის თქმით, რუსეთმა კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის მებრძოლები ბელარუსში NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის დესტაბილიზაციისთვის გადაისროლა. ამის შესახებ მორავიეცკიმ ლიტველ კოლეგასთან, გიტანას ნაუსედასთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

მორავიეცკის თქმით, პოლონეთისა და ლიტვის შეფასებით, ბელარუსში ამ ეტაპზე ვაგნერის 4 000-მდე დაქირავებული მებრძოლი იმყოფება, რომელთა გამოყენებაც პროვაკაციული მიზნებით არის შესაძლებელი.

"მზად უნდა ვიყოთ იმისთვის, რომ პროვოკაციების რიცხვი გაიზრდება. ვაგნერის ჯგუფი უკიდურესად სახიფათოა, მათი დანაყოფები კი NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე დესტაბილიზაციისთვის განათავსეს". - თქვა მორავიეცკიმ.

ბელარუსის ტერიტორიაზე კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დაქირავებული მებრძოლების დაბანაკების შემდეგ, პოლონეთის ხელისუფლებას აღმოსავლეთ საზღვართან შეიარაღებული ძალების გაძლიერება დაიწყო და დამატებით 1 000-ზე მეტი სამხედრო განათავსა.

კომენტარები