რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მოსკოვში 50-სართულიან კომპლექსს უპილოტო საფრენი აპარატი დაეჯახა და აფეთქდა

50-სართულიანი კომპლექსი Москва-Сити, მოსკოვო

მოსკოვში 50-სართულიან კომპლექსს, Москва-Сити-ს უპილოტო საფრენი აპარატი დაეჯახა და აფეთქდა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ პროპაგანდისტულ მედიაში გავრცელდა.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ ეს უკრაინის თავდასხმა იყო. მათივე მტკიცებით, ჯამში 3 თავდასხმა მოიგერიეს, აქედან 1 დრონი მოსკოვის ოლქში ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვით ჩამოაგდეს, ხოლო ქალაქ მოსკოვში 2 უპილოტო აპარატი რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებით.

"30 ივლისს დილით, კიევის რეჟიმის მიერ უპილოტო საფრენი აპარატებით ტერორისტული თავდასხმის მცდელობა მოსკოვის ობიექტებზე აღკვეთეს." - წერია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

როგორც დედაქალაქის მერმა, სერგეი სობიანინმა თქვა, ჩამოვარდნილმა უპილოტო საფრენმა აპარატმა შენობის ერთი სართული სრულად განადგურდა. მსხვერპლი და დაშავებული არ ყოფილა. ტესტოვსკაიას ქუჩაზე მოძრაობა გადაკეტილია.

მაისის დასაწყისიდან ეს მოსკოვზე დრონების თავდასხმის მეოთხე შემთხვევაა.

"ჩვენ გვყავს შინაგანი ქვედანაყოფი, რომელიც დაკავებულია უპილოტო საფრენი აპარატებით. ვმონაწილეობთ სხვადასხვა სპეცოპერაციებში, მათ შორის რუსეთის ტერიტორიაზე. რამდენად შორს მივფრინავთ, რა თქმა უნდა, ამის თქმა არ შემიძლია". – ინტერვიუ უკრაინის მხარეს მებრძოლი რუსული მოხალისეთა კორპუსის შტაბის მეთაურთან.

კომენტარები