ავტოსაგზაო შემთხვევა

Tbilisi Energy: გლდანში ავარიისას გაზის მილი დაზიანდა, იყო აფეთქების საშიშროება

თბილისი ენერჯი

თბილისი ენერჯის ინფორმაციით, გლდანში მომხდარი ავარიის დროს გაზის მილი დაზიანდა და აფეთქების საშიშროება შეიქმნა. კომპანიის განცხადებით, ამ დროისთვის უსაფრთხოება სრულად დაცულია.  

"გლდანის 5 მ/რ, ვეკუას 119-თან, ავტოავარიის გამო დაზიანდა ბუნებრივი გაზის მილი, ჟონავდა გაზი და აფეთქების საშიშროება შეიქმნა. Ოპერატიულად გადავკეტეთ ბუნებრივი გაზი. უსაფრთხოება სრულად დაცულია". - წერია განცხადებაში. 

დღეს, 29 ივლისს, გლდანში ქვეითად მოსიარულე ქალს მანქანა დაეჯახა - მოქალაქე ადგილზე დაიღუპა.  

კომენტარები