შავი ზღვა

16-20 ივლისის მონიტორინგით, შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმაშია – გარემოს ეროვნული სააგენტო

ტაბულა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გამცხადებით, 16 და 20 ივლისს ჩატარებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით, შავი ზღვის წყლის ხარისხი ნორმის ფარგლებშია.

“კვლევებისას განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები,  მათ შორის 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიაორმატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია.

როგორც ცნობილია, გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს უკვე 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე ახორციელებდა, ხოლო 10 ივლისიდან სადგურების რაოდენობა გაიზარდა და დაემატა ანაკლია- განმუხურის  ტერიტორიაზე  3 წერტილი. აღებულ სინჯებში ისაზღვრება 59 პარამეტრის მნიშვნელობები”. - წერია განცხადებაში. 

დოკუმენტი იხილეთ ლინკზე

გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ, 12 სადგურზე ატარებს. 

6 ივნისს ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი დაინგრა, რასაც წყალდიდობა მოჰყვა. უკრაინელების განცხადებით, ნგრევა რუსი ოკუპანტების მიერ კაშხლის აფეთქებას მოჰყვა. საპირისპიროს ამტკიცებს მოსკოვი. წყალდიდობის შემდეგ გაჩნდა კითხვა, მოაღწევს თუ არა დაბინძურებული წყალი საქართველომდე და უსაფრთხოა თუ არა შავი ზღვის სანაპიროზე დასვენება. 

კომენტარები