სუს

სუს-მა ტერორისტულ დანაშაულზე ე.წ. ისლამური სახელმწიფოს 2 ქართველი წევრი დააკავა

სუს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ე.წ. ისლამური სახელმწიფოს (ISIS) წევრი საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა.

"უსახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეციალური ოპერაცია საქართველოს ორ რეგიონში ოთხ ლოკაციაზე ერთდროულად ჩაატარა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დროშები ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს სიმბოლიკით და სხვადასხვა სახის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა. ამასთან, დაკავებულების საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია საბრძოლო მასალა, ასაფეთქებელი მოწყობილობა და ფეთქებადი ნივთიერებები". – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე და 236-ე მუხლებით აწარმოებს. უწყების ცნობით, გრძელდება ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები როგორც დაკავებული პირების ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს საქმიანობაში მონაწილეობის ხასიათის გამოვლენისთვის, ისე დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების იდენტიფიცირების მიზნით.

კომენტარები