კრიმინალი

ვაკეში ბიზნესმენის დაჭრაში ბრალდებული დააკავეს

shutterstock

ვაკეში ბიზნესმენის დაჭრაში ბრალდებული დაკავებულია - ინფორმაცია ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

შემთხვევა გუშინ, 25 ივლისს, მზიურის პარკთან მოხდა - 40 წლამდე ბიზნესმენი ფეხშია დაჭრილი. 

შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის ორი - ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო. 

კომენტარები