ჩრდილოეთ კორეა-რუსეთი

BBC: რუსეთმა ჩრდ. კორეას, სავარაუდოდ, მილიონობით ბარელი ნავთობი მიაწოდა

სატელიტური გამოსახულება, რომელზეც, სავარაუდოდ, რუსეთის ნავთობტერმინალთან გაჩერებული ჩრდილოკორეული ნავთობმზიდი ტანკერი ჩანს
Source: BBC, documented by the Open Source Centre

ბრიტანული არაკომრეციული კვლევითი ჯგუფი Open Source Centre-ის მიერ ჩატარებული სატელიტური გამოსახულებების ანალიზის მიხედვით, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის მარტიდან რუსეთმა ჩრდილოეთ კორეას მილიონობით ბარელი ნავთობი მიაწოდა.

როგორც გამოცემა BBC-ს დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ლამი ეუბნება, ნავთობი რუსეთის გადასახადია ფხენიანის მიერ მოსკოვისთვის გაგზავნილი იარაღისა და ათასობით ჯარისკაცის სანაცვლოდ. 

სატელიტური გამოსახულებები, რომლებიც კვლევითმა ჯგუფმა BBC-ის მიაწოდა, აჩვენებენ ჩრდილოკორეულ ნავთობმზიდ ტანკერებს, რომლებიც რუსეთის აღმოსავლეთ სანაპიროს ნავთობტერმინალებთან ბოლო 8 თვის განმავლობაში 43-ჯერ გაჩერდნენ. 

"სხვა გამოსახულებები აჩვენებენ, რომ ნავთობმზიდი გემი დანიშნულების ადგილზე ცარიელი  მიდის, ხოლო უკან [ჩრდილოეთ კორეაში] თითქმის შევსებული ბრუნდება". - წერს BBC. 

ეს გაცვლა რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის გაეროს სანქციებს არღვევს, რომლითაც ჩრდილოეთ კორეისთვის დიდი მოცულობის ნავთობის მიყიდვა აკრძალულია, რათა ქვეყანამ ბირთვული იარაღის შემდგომი განვითარება ვერ შეძლოს. 

ჩრდილოეთ კორეა მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც ღია ბაზარზე ნავთობის ყიდვა არ შეუძლია. რაფინირებული ნავთობის ბარელების რაოდენობა, რომელიც ჩრდილოეთ კორეას ყოველწლიურად შეუძლია შეიძინოს, გაეროს წესდების მიხედვით 500 000-მდეა შეზღუდული. როგორც BBC წერს, ფხენიანს ამ მოცულობაზე გაცილებით მეტი ნავთობი სჭირდება. 

კომენტარები