იტალია

იტალიაში ფოჯიას მაფიის წევრობაში ეჭვმიტანილი 82 ადამიანი დააკავეს

იტალიის ეროვნული ჟანდარმერია
Federico ChiccoDodiFC/Pond5/IMAGO/Deutsche Welle 

იტალიაში, პულიას რეგიონში ფოჯიას მაფიის წევრობაში ეჭვმიტანილი 82 ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.

ფოჯია არის იტალიის უახლესი კრიმინალური ორგანიზაცია, რომელიც ადგილობრივ სამართალდამცავებს შორის "მეოთხე მაფიის" სახელითაა ცნობილი.

ორშაბათს, 24 ივლისს ჩატარებულ ოპერაციაში, კოდური სახელწოდებით "Game Over", პოლიციამ დააკავა პირები, რომლებიც ბრალდებულნი არიან ნარკოტიკებით ვაჭრობაში, იარაღის უკანონო შენახვასა და გამოძალვაში. ოპერაციის დროს სამართალდამცავებმა ნარკოტიკები და იარაღი ამოიღეს.

იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მატეო პიანტედოსიმ, რომელმაც სამართალდამცავებს გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა, თქვა, რომ ოპერაციამ "ძალიან ძლიერი დარტყმა მიაყენა ფოჯიას მაფიას, [ქვეყნის] ერთ-ერთ ყველაზე საშიშ და ძალადობრივ კრიმინალურ ორგანიზაციას".

იტალიის ჟანდარმერიის (კარაბინერის) განცხადებით, ქალაქ ფოჯიაში ცოტა ხნის წინ სამი მაფიოზური კლანი რეგიონში კოკაინის ვაჭრობის მონოპოლიზაციის მიზნით ერთმანეთთან კონკურენციის დასრულებაზე შეთანხმდა. 

როგორც იტალიის ხელისუფლება ამბობს, კლანები კოკაინის გაყიდვის შედეგად მიღებულ მილიონობით ევროს საერთო ფონდში ათავსებენ, რომელიც მაფიის ოპერაციებს და კლანების დაპატიმრებული წევრების ოჯახებს ხმარდება. 

იმის მიუხედავად, რომ ფოჯიას მაფია ნაკლებად ცნობილია, ვიდრე სიცილიის, კალაბრიისა და ნეაპოლის კლანები, ხელისუფლება ამბობს, რომ მათ იტალიის სამხრეთ-აღმოსავლეთში კოკაინის გაყიდვაზე კონტროლი აქვთ და უკიდურესად ძალადობრივი საქმიანობას მისდევენ - ფოჯია სხვა კლანებს შორის მკვლელობების რიგით მესამე ყველაზე მაღალი პროცენტულ მაჩვენებელზეა პასუხისმგებელი.

კომენტარები