ჩინეთი

გაუჩინარებული ცინ კანგი ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან მოხსნეს

ჩინეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ცინ კანგი
REUTERS/Thomas Peter

ჩინეთმა ცინ კანგი, რომელიც უკვე 30 დღეა საჯაროდ არ გამოჩენილა, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობიდან მოხსნა.

სახელმწიფო მედიის ცნობით, საკითხთან დაკავშირებით კენჭისყრა ეროვნული სახალხო კონგრესის საგანგებო შეხვედრაზე შედგა და პრეზიდენტმა სიმაც შესაბამის განკარგულებას ხელი უკვე მოაწერა.

საგარეო უწყებას ცინის წინამორბედი და ამჟამად საგარეო საქმეთა ცენტრალური კომისიის ოფისის დირექტორი, ვანგ ი უხელმძღვანელებს. ის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას 2018-2022 წლებში იკავებდა.

ცინ კანგი, რომელმაც ჩინეთის ელიტური პოლიტიკის სასტიკ სამყაროში წარმოუდგენელი წინსვლა შეძლო და სი ძინფინგის მთავრობის მაღალჩინოსანი გახდა, მოულოდნელად გაქრა. ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე 2022 წლის დეკემბერში დანიშნული 57 წლის დიპლომატი უკვე 30 დღეა საჯაროდ არ გამოჩენილა. ცინმა ბოლო საჯარო შეხვედრა 25 ივნისს გამართა.

სად გაქრა ცინ კანგი? – 30 დღეა მსოფლიო მედია ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ეძებს

კომენტარები