ესპანეთი

ესპანეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, მანდატების უმრავლესობა ვერცერთმა პარტიამ მიიღო

Vox-ის მხარდამჭერები მადრიდში, ესპანეთში
Le Vent Se Lève/ Flickr

ესპანეთში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა, რომელშიც მანდატების უმრავლესობა ვერცერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა. 

არჩევნებში მემარჯვენე ცენტრისტულმა სახალხო პარტიამ მიიღო ყველაზე მეტი ხმა, მაგრამ არა საკმარისი – მთავრობის დამოუკიდებლად ან კოალიციურ პარტნიორ პარტიასთან Vox-თან ერთად ფორმირებისთვის. 

ხმების 99 პროცენტის დათვლის შემდეგ, კონსერვატიულმა სახალხო პარტიამ 136 ადგილი მოიპოვა, სოციალისტებმა 122, ულტრამემარჯვენე Vox-მა 33, ხოლო მემარცხენე Sumar-მა 31. ესპანეთის პარლამენტში უმრავლესობის მანდატის მისაღებად კი 176 ადგილის მოპოვებაა საჭირო.  

კენჭისყრამდე კონსერვატიული პარტიის ლიდერმა, ალბერტო ნუნეს ფეიხოომ აღნიშნა, რომ Vox-თან ერთად კოალიციური მთავრობის შესაქმნელად მზად იყო, თუმცა ორივე პარტიის ჯამური ხმები საპარლამენტო უმრავლესობის მოსაპოვებლად საჭირო მანდატების რაოდენობას მაინც ჩამორჩება. 

კომენტარები