რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინაში რუსული სამთავრობო მედიის კორესპონდენტი დაიღუპა

როსტისლავ ჟურავლიოვი
RIA NOVOSTI

უკრაინაში რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტური მედიის კორესპონდენტი, როსტისლავ ჟურავლიოვი დაიღუპა.

РИА Новости-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მათი თანამშრომელი ჟურავლიოვი, რომელიც ფრონტის ხაზზე, ზაპოროჟიეში უკრაინის კასეტური შეიარაღების შესახებ ვიდეომასალის შესაგროვებლად ჩავიდა, კასეტური საბრძოლო მასალის ფრაგმენტმა იმსხვერპლა.

ჟურნალისტის დაღუპვა დაადასტურა კრემლის პროპაგანდისტმა, მარგარიტა სიმონიანმაც, რომელმაც Telegram-ზე დაწერა, რომ უკრაინელების მიერ კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენების შედეგად სხვა ჟურნალისტებიც დაშავდნენ.

"ყველა გვახსოვს და ყველაფერს დავიმახსოვრებთ". - დაწერა სიმონიანმა.

კომენტარები