დაძაბულობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის

ალიევი: 2026 წლისთვის ყარაბაღის რეგიონში 140 000 ადამიანის დაბრუნებაა მოსალოდნელი

ილჰამ ალიევი
azertag.az

Azertag-ის ცნობით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 21 ივლისს შუშის გლობალურ მედია ფორუმზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ მომდევნო სამი წლის განმავლობაში 150 000-ზე მეტ ადამიანს ყარაბაღისა და აღმოსავლეთ ზანგეზურის რეგიონებში დააბრუნებს

"მხოლოდ ყარაბაღის რეგიონში, 2026 წლისთვის მოსალოდნელია 140 000 ადამიანის დაბრუნება. იმედი მაქვს, მომავალ წელს ჩამოვლენ პირველი მცხოვრებლები და დასახლდებიან ქალაქ შუშაში". - თქვა ალიევმა. 

ქალაქი შუშა 2020 წლის მთიანი ყარაბაღის კონფლიქტამდე ეთნიკური სომხების კონტროლის ქვეშ იყო. 2021-ში კი ალიევმა მთიან ყარაბაღში მდებარე ქალაქი შუშა ქვეყნის კულტურულ დედაქალაქად გამოაცხადა.


22 მაისს სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთი მზადაა აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობა ყარაბაღთან ერთად აღიაროს.

86 600 და 29 800 კვადრატული კილომეტრი – ეს სომხეთისა და აზერბაიჯანის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებია. აქამდე, აპრილის შუა რიცხვებში ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთი აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებდა და ამავეს ელოდა ბაქოსგან.

ფაშინიანმა ამას გარდა აღნიშნა, რომ საჭიროდ თვლის ყარაბაღში გაიგზავნოს ფაქტების დამდგენი საერთაშორისო მისია.

ბოლო პერიოდში ბაქოსა და ერევანს შორის დაძაბულობა იზრდება. 23 აპრილს აზერბაიჯანმა ლაჩინის დერეფნის გზაზე, რომელიც სომხეთსა და თვითგამოცხადებულ არცახის რესპუბლიკას ერთმანეთთან აკავშირებს, საკონტროლო გამშვები პუნქტი გახსნა. ამასთან დაკავშირებით აშშ-მ შეშფოთება გამოთქვა.

დაძაბულობა არც აშშ-ში სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის გამართულმა მოლაპარაკებებმა განმუხტა.

ვრცლად მთიანი ყარაბაღის გარშემო არსებულ ბოლოდროინდელ მზარდ დაძაბულობასა და ბაქო-ერევნის სადერეფნო დავაზე წაიკითხეთ სტატიაში – სადერეფნო ომი – სომხეთ-აზერბაიჯანის დაძაბულობა გრძელდება

25 მაისს კი სომხეთის პრემიერის, ნიკოლ ფაშინიანის თქმით, სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთამენეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ მან მოსკოვში ევრაზიის ეკონომიკური სამიტის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

ფაშინიანის მსგავსი განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმაც. მისი თქმით, მშვიდობიანი შეთანხმების პერსპექტივა რეალურია.

25 მაისს სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთმა და აზერბაიჯანმა ერთამენეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებაზე შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ მან მოსკოვში ევრაზიის ეკონომიკური სამიტის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

ფაშინიანის მსგავსი განცხადება გააკეთა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმაც. მისი თქმით, მშვიდობიანი შეთანხმების პერსპექტივა რეალურია.

კომენტარები