ზოგადად, პარტიების გაერთიანებას შეიძლება ჰქონდეს ორი ამოცანა. ერთი, ღირებულებითი ნაწილი და ზოგადი საკითხები, ხოლო მეორე, კონკრეტული. დღეს, ეს კონკრეტული ამოცანები შეიძლება იყოს ბიძინა ივანიშვილის დამარცხება. სამწუხაროდ, ნაციონალური მოძრაობა ამ ორიდან ვერცერთს ვერ აკმაყოფილებს. მასთან ღირებულებით ნაწილში გაერთიანება უბრალოდ შეუძლებელია, ასევე, ნაციონალური მოძრაობის ქუდის ქვეშ და მისი სახელით ბიძინა ივანიშვილის დამარცხება შეუძლებელია. ამიტომ, ევროპული საქართველო ცდილობს, იპოვოს ის ადამიანები, რომლებიც ღირებულებით არიან ჩვენთან ახლოს, გაზარდოს ჩვენი ამომრჩევლების რაოდენობა, რაც საბოლოო ჯამში, მოემსახურება მეორე ამოცანასაც. ნებისმიერი ამომრჩეველი, რომელიც ხმას მისცემს ევროპულ საქართველოს ვერანაირად ვერ იქნება ბიძინა ივანიშვილთან. თუმცა, ასევე ვერ იქნება ნაციონალურ მოძრაობასთან.
tbl.ge/6g4c
დაკოპირდა

ამბობს ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი, აკაკი ბობოხიძე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ოპოზიციის გაერთიანებაზე. 20 ივლისს ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და სტრატეგია აღმაშენებელმა საპარლამენტო არჩევნებისთვის "გამარჯვების პლატფორმა" შექმნეს. ამავდროულად, პარტია ლელოს გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძემ თქვა, რომ ლელო ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრის შექმნას აპირებს, სადაც ნაციონალური მოძრაობის ადგილი არ იქნება.
ამავე თემაზე
- ევსაქები ძაგნიძის დაკავებაზე: ვერკვევით დეტალებში და ინფორმაციის შესაბამისად ვიმოქმედებთ
- კირთაძე: ლელოს პენსიის გასაზრდელად საჭირო 7 მილიარდს ჩიტი მოუტანს?
- ბოკერია: პროექტი, რომელიც რუსეთზე დამოკიდებულებას გაზრდის, ეწინააღმდეგება ჩვენ ინტერესებს
- ბოკერია გაერთიანებაზე: შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, ჯამი გვაქვს გასაზრდელი
- კირთაძე ლელოს რეზოლუციაზე: ეს არის არა მიზეზის, არამედ სიმპტომების მკურნალობა