სურსათის ეროვნული სააგენტო

აჭარაში 210 ბიზნესოპერატორი შემოწმდა, კრიტიკული შეუსაბამობა 15 ობიექტზე გამოვლინდა – სეს

აჭარის რეგიონში ორი კვირის განმავლობაში 210-მდე ბიზნესოპერატორი შემოწმდა. კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა 15 ობიექტზე, რომელთაც, ფულადი ჯარიმის გარდა, შეუჩერდათ საწარმოო პროცესი შეუსაბამობების აღმოფხვრამდე. ინფორმაციას ამის შესახებ სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. 

სააგენტოს ცნობით, როტაციის პრინციპით დაკომპლექტებული ინსპექტირების ჯგუფები საზოგადოებრივი კვების ობიექტებს ამოწმებენ.

"კონტროლის ფარგლებში, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სამზარეულოებში არსებულ სანიტარიულ-ჰიგიენურ მდგომარეობას, ეტიკეტირების წესს, ტემპერატურულ რეჟიმებსა და სურსათის უვნებლობის სხვა პარამეტრებს".- აღნიშნულია განცხადებაში. 

სურსათის ეროვნული სააგენტო ადგილობრივ მოსახლეობასა და დამსვენებლებს მოუწოდებს, არ შეიძინონ სურსათი არაორგანიზებული ვაჭრობის პირობებში, ასევე, ისეთ ობიექტებში, სადაც არ არის დაცული სურსათის უვნებლობის სტანდარტები; დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კი, დაუკავშირდნენ ცხელ ხაზს. 

კომენტარები