სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 7 ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერეს.
მათი ინფორმაციით, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, მიმდინარე წლის 13 თებერვალს გეგმური და არაგეგმური ინსპექტირება ჩატარდა 19 ობიექტში, საიდანაც 7 ობიექტზე გამოვლინდა ისეთი კრიტიკული შეუსაბამობები, როგორიც არის ინვენტარის არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია, ინფრასტრუქტურისა და გამწოვი სისტემების გაუმართაობა და სურსათის დაბინძურების საფრთხე, სურსათი ეტიკეტის გარეშე.
"ი/მ მაჯეედ შაკკეერ - კაფე-ბარი რესტორანი (მის: ბერძენიშვილის ქ. N4. ს/კ 305726916), საქმიანობდა ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციის გარეშე, გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები - გამწოვი სისტემის გაუმართაობა, ეტიკეტირების წესის დარღვევა და ვადაგასული სურსათის რეალიზაციის ფაქტი;
შპს ალ ბეიქ გრილლს - ინდური რესტორანი (მის: ლუბლიანას ქუჩა 19ა, ს/კ 422955902), გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები - ზედაპირების არასათანადო რეცხვა დეზინფექცია, გამწოვის სისტემის გაუმართაობა, ასევე ეტიკეტირების წესის დარღვევა;
100 არაბული რესტორანი - სწრაფი კვების ობიექტი (მის: ქ. თბილისი, გურამიშვილის გამზირი 27, ს/კ 300451936). ბიზნესოპერატორი არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, აღინიშნა კრიტიკული შეუსაბამობები-გამწოვი სისტემის გაუმართაობა, ინვენტარის არასათანადო რეცხვა დეზინფექცია, ეტიკეტირების წესის დარღვევა;
ი/მ იაშპალ შარმა - ინდური რესტორანი (მის: ქ. თბილისი, პეკინის გამზირი 31 ბ, ს/კ 305726275). ბიზნესოპერატორი არ იყო რეგისტრირებული ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში, აღინიშნა კრიტიკული შეუსაბამობა - არასათანადო რეცხვა დეზინფექცია, ეტიკეტირების წესის დარღვევა;
შპს ტაი ინ თაუნ - კაფე-ბარი/რესტორანი, (მის: თბილისი, კოტე აფხაზის 17, ს/კ 404626561). აღინიშნა კრიტიკული შეუსაბამობები - მღრღნელები ობიექტზე, გამწოვი სისტემის გაუმართაობა, ეტიკეტირების წესის დარღვევა;
Fiesta (შპს მდ ენთერფრაისის) - კაფე-ბარი/რესტორანი (მის: ქ. თბილისი, ნაძალადევის რაიონი, გიორგი სააკაძის ქ. N 156, ს/კ 406479591), დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობა - ინფრასტრუქტურის და გამწოვი სისტემის გაუმართაობა და სურსათის დაბინძურების საფრთხე, ეტიკეტირების წესის დარღვევა;
შპს სარეია ტრეიდინგი - მზა კერძების წარმოება-რეალიზაცია (მის: პეტრე ბაგრატიონის ქ. N 33, ს.კ 404596941), აღინიშნა კრიტიკული შეუსაბამობები - ინფრასტრუქტურის და გამწოვი სისტემის გაუმართაობა და სურსათის დაბინძურების საფრთხე, ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა, არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია." - ნათქვამია განცხადებაში.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა, კანონმდებლობის შესაბამისად, დააჯარიმეს ბიზნესოპერატორები და შეუსაბამობების გამოსწორებამდე შეუჩერეს საწარმოო პროცესი.





