სურსათის ეროვნული სააგენტო

ლიბრე კრიტიკული შეუსაბამობების გამეორების, ვადაგასული სურსათის გაყიდვისთვის დააჯარიმეს

სურსათის ეროვნული სააგენტო

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე (ცხოველის, კატის არსებობა სასურსათო სივრცეში) ლიბრე (ს/კ 206255808 მის: ქ. თბილისი, რუსთავის გზატკეცილი 19) არაგეგმიურად შეამოწმეს. 

"ობიექტზე დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობების განმეორების ფაქტი, ასევე ვადაგასული სურსათის რეალიზაცია, რის გამოც ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 5000 ლარით და შეუჩერდა კონკრეტული საწარმოო პროცესი. ვადაგასული სურსათი დაილუქა და სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება.

სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, სურსათის შეძენისას ყურადღება მიაქციოს ეტიკეტს, სურსათის შენახვისა და რეალიზაციის პირობებს და ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, აცნობოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 1501. არცერთი შეტყობინება რეაგირების გარეშე არ დარჩება." - წერია განცხადებაში.

კომენტარები