ხაბეიშვილი: ვესაუბრებით სტრატეგია აღმაშენებელს – გვსურს, გამარჯვების პლატფორმა შევქმნათ

ინტერპრესსნიუსი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის თქმით, ისინი სტრატეგია აღმაშენებელს თამაშრომლობაზე აქტიურად ესაუბრებიან და გეგმავენ,რომ "გამარჯვების პლატფორმა" შექმნან. 

ხაბეიშვილი მოუწოდებს სხვა პარტიებს, რომ პლაფტორმას შემოურთდნენ და ამასთან ამბობს, რომ თუ ენმ-სთან ერთად არ შეუერთდებიან ამ ინიციატივას, მაშინ " თავად გააკეთონ და აჩვენონ საზოგადოებას თანამშრომლობის მაგალითი". 

"ცხადია, ვესაუბრებით სტრატეგია აღმაშენებელს და ეს გულისხმობს იმას, რომ სხვადასხვა პროდასავლური პარტიებსა და ლიდერებთან ერთად გამარჯვების პლატფორმა შევქმნათ. მივესალმებით ყველას, ვინც ამ გამარჯვების პლატფორმაში საკუთარ თავს დაინახავს და ასევე, მივესალმებით იმ ფაქტს თუ ცალკე პროდასავლური პარტიებიც გააკეთებენ ერთობას. გამიხარდებოდა, სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღონ. ან ენმ-სთან ერთად გააკეთონ გამარჯვების პლატფორმა, ჩვენ ღია ვართ, და თუ ამას არ აკეთებენ ენმ-სთან, თავად გააკეთონ, აჩვენონ საზოგადოებას თანამშრომლობის მაგალითი. ჩვენ მხოლოდ მივესალმებით პროდასავლური პარტიების ერთობას, იმიტომ, რომ ნაციონალურ მოძრაობის ბაზაზე გაკეთდება მთავარი გამარჯვების ცენტრი".-თქვა ლევან ხაბეიშვილმა. 

სტრატეგია აღმაშენებლის წერმა, პაატა მანჯგალაძემ თქვა, რომ პარტია საარჩევნოთ ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან გაერთიანებაზე მუშაობს. მანჯგალაძე ამბობს, რომ "საქართველოს ინტერესის გამარჯვებისთვის" ნებისმიერი კომპრომისისთვის მზად არიან, მათ შორის, არჩევნებზე ენმ-ს საარჩევნო ნომრით – 5-ით გამოსვლისთვისაც.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე სტრატეგია აღმაშენებელმა პროპორციულ ნაწილში ხმების 1.34% მიიღო, ხოლო ნაციონალურმა მოძრაობამ 30.67%. ცესკოს მონაცემებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე სტრატეგია აღმაშენებელს მხარი მოსახლეობის 3.15%-მა დაუჭირა, ხოლო ენმ-ს 27.18%-მა.

 

კომენტარები