შავი ზღვა

6-10 ივლისის მონიტორინგით, შავი ზღვის წყლის ხარისხი კვლავ ნორმის ფარგლებშია – სააგენტო

adb.org

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 6-10 ივლისის მონიტორინგის შედეგებით, შავი ზღვის წყლის სინჯებში განსაზღვრული 59 პარამეტრის მნიშვნელობები ნორმის ფარგლებშია. 

განცხადების მიხედვით, განისაზღვრა ქიმიური პარამეტრები, მათ შორის, 13 მძიმე მეტალი, ნავთობის ჯამური ნახშირწყალბადები, 16 პოლიაორმატული ნახშირწყალბადისა და სხვა ფიზიკურ-ქიმიური პარამეტრის კონცენტრაცია.  

გარემოს ეროვნული სააგენტო შავი ზღვის წყლის ხარისხის მონიტორინგს 10 დღეში ერთხელ, 9 სადგურზე ატარებდა, მათი ინფორმაციით, 10 ივლისიდან სადგურების რაოდენობა გაიზარდა დაემატა ანაკლია-განმუხურის ტერიტორიაზე მდებარე 3 წერტილი. 

"აღებული სინჯები საანალიზოდ გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის წყლისა და ნიადაგის ანალიზის აკრედიტირებულ ლაბორატორიაში იგზავნება, რომელიც აღჭურვილია მაღალი სიზუსტის მქონე ანალიტიკური ხელსაწყოებით და  სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე მოთხოვნებსა და სტანდარტებს.

დაინტერესების შემთხვევაში მონაცემები არის საჯარო და გამჭვირვალე". - წერია განცხადებაში. 

დოკუმენტი იხილეთ ლინკზე.  

6 ივნისს ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი დაინგრა, რასაც წყალდიდობა მოჰყვა. უკრაინელების განცხადებით, ნგრევა რუსი ოკუპანტების მიერ კაშხლის აფეთქებას მოჰყვა. საპირისპიროს ამტკიცებს მოსკოვი. წყალდიდობის შემდეგ გაჩნდა კითხვა, მოაღწევს თუ არა დაბინძურებული წყალი საქართველომდე და უსაფრთხოა თუ არა შავი ზღვის სანაპიროზე დასვენება. 

კომენტარები