რუსეთი

რუსეთი Wikipedia-ს კონკურენტ რუსულ პლატფორმას Ruwiki-ს გამოუშვებს

ვლადიმირ მედეიკო
Vsenauka

რუსეთმა Wikipedia-ს მსგავსი პლატფორმა შექმნა. რუსეთის Wikipedia-ს მთავარმა რედაქტორმა ვლადიმირ მედეიკომ ვებგვერდიდან 1.9 მილიონი რუსული სტატია გადმოწერა და განათავსა კრემლის დავალებით შექმნილ Ruwiki-ზე. 

Ruwiki-ს შექმნა დუმის დეპუტატმა გამოაცხადა.

ახალ პლატფორმაზე არ განთავსდება სტატიები უკრაინის ომის შესახებ. რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ რედაქტორებს საშუალება ექნებათ გამოიყენონ სიტყვები “სპეციალური სამხედრო ოპერაცია”. Ruwiki-ზე ასევე არ იქნება ინფორმაცია უკრაინისადმი საერთაშორისო მხარდაჭერის შესახებ. 

Telegraph-ის ინფორმაციით, ახალი რუსული პლატფორმა ასევე არ განათავსებს სტატიას ევგენი პრიგოჟინის სამხედრო გადატრიალების მცდელობაზე.

2023 წლის დასაწყისში რუსეთის ფედერაციაში სხვადასხვა საერთაშორისო ონლაინ გამოცემა, როგორიცაა BBC, აკრძალეს

რუსეთმა Wikipedia-ს ჯარიმა დაუწესა რუსეთში აკრძალული შინაარსის სტატიების არ წაშლისთვის. ერთ-ერთი ბოლო ჯარიმა შეეხებოდა სტატიას, სადაც კრემლის მტკიცებით, განთავსებული იყო მცდარი ინფორმაცია უკრაინაში “სპეციალური სამხედრო ოპერაციის” შესახებ. 

კომენტარები