რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

მტერი წარმატებას ვერ აღწევს – პუტინი

ვლადიმირ პუტინი 2023 წლის 9 მაისის აღნიშვნის დღეს.
კრემლი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა თავისი “სპეციალური სამხედრო ოპერაცია” დადებითად შეაფასა და თქვა, რომ მტერი წარმატებას ვერ აღწევს. ერთ-ერთ პროპაგანდისტთან საუბრისას მან ასევე აღნიშნა, რომ მისი ჯარები კოორდინირებულად და ეფექტურად მოქმედებენ.

"ჩვენი ჯარები გმირულად მიდიან შეტევაზე ზოგიერთ რეგიონში, და მტრის ყველა მცდელობა გაარღვიოს ჩვენი თავდაცვა, და ეს არის ამოცანა სტრატეგიული რეზერვების გამოყენებით, ამას წარმატებით ვერ მიაღწიეს. მტერი წარმატებას ვერ აღწევს." - თქვა პუტინმა.

ფრონტზე საოკუპაციო ჯარის ამოცანების შესახებ დამაზუსტებელ კითხვაზე პუტინმა ღიმილით უპასუხა, რომ დეტალებს მას შემდეგ დაასახელებს, რაც კამერები გამოირთვება.

ამასთან, ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთს კასეტური ჭურვების საკმარისი მარაგი აქვს და იმ შემთხვევაში, თუ უკრაინაში რუსი სამხედროების მიმართ მსგავს იარაღს გამოიყენებენ, თავადაც ანალოგიურ ძალებს მიმართავს. 

"რა საკვირველია, თუკი მათ ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენებენ, ჩვენ სრული უფლება გვაქვს საპასუხო ზომები მივიღოთ". - აღნიშნა პუტინმა.

კომენტარები