ჩინეთი

ჩინეთში სიკვდილით დასაჯეს ბაღის მასწავლებელი, რომელსაც ბრალად ბავშვების მოწამლვა ედებოდა

ჩინეთში, ჰენანის პროვინციაში სიკვდილით დასაჯეს საბავშვო ბაღის 39 წლის მასწავლებელი, ვანგ იუნი, რომელსაც ბრალად მოსწავლეების მოწამლვა ედებოდა. 

 გამოძიების მიხედვით, ვანგ იუმ 2019 წელს შეიძინა ნატრიუმის ნიტრიტი, მას შემდეგ, რაც კოლეგასთან დაპირისპირება მოუვიდა. შემდეგ დღეს კი ბაღში, მან აღნიშნული ქიმიური ნივთიერება ბავშვებისთვის მომზადებულ ფაფას დაუმატა, რამაც გამოიწვია ერთის გარდაცვალება, ხოლო ოცხაოთხის დაშავება.

იუნმა სცადა სასიკვდილო განაჩენის გასაჩივრება, თუმცა, სასამართლომ ის არ დააკმაყოფილა. სასამართლოს ინფორმაციით, განაჩენი 13 ივლისს აღსრულდა. 

კომენტარები