აშშ

აშშ-ის საიდუმლო სამსახურმა თეთრ სახლში აღმოჩენილი კოკაინის საქმეზე გამოძიება დაასრულა

თეთრი სახლი

აშშ-ს საიდუმლო სამსახურმა 13 ივლისს განაცხადა, რომ თეთრ სახლში აღმოჩენილი კოკაინის საქმეზე გამოძიება დაასრულა, თუმცა ეჭვმიტანილის მიგნება ვერ შეძლო.

სამსახურის თქმით, ვერ შეძლეს კოკაინის შეფუთვიდან თითის ანაბეჭდების აღება და თეთრ სახლში მყოფი უამრავი ადამიანის გენეტიკურ ინფორმაციასთან შესადარებლად ვერც დნმ-ის სათანადო ნიმუშის მოპოვება მოახერხეს. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ეჭვმიტანილის მიკვლევა ვერც სათვალთვალო კამერების ჩანაწერებიდან მოხერხდა.

"ფიზიკური მტკიცებულების გარეშე გამოძიება ვერ შეძლებს გამოარჩიოს ეჭვმიტანილი იმ ასობით პიროვნებიდან, რომლებმაც გაიარეს ვესტიბიულში, სადაც კოკაინი აღმოჩნდა. ამ დროისთვის საიდუმლო სამსახურის გამოძიება ფიზიკური მტკიცებულებების ნაკლებობის გამო დახურულია". - წერია განცხადებაში.

თეთრ სახლში კოკაინის აღმოჩენის შესახებ ცნობები 5 ივლისს გავრცელდა. სამართალდამცავი ორგანების თქმით, ნივთიერება იპოვეს იმ კარადაში, რომელსაც თეთრი სახლის თანამშრომლები და სტუმრები მობილური ტელეფონების შესანახად იყენებენ.

კომენტარები