აშშ

გასულ კვირას თეთრ სახლში კოკაინის აღმოჩენის გამო ევაკუაცია გამოცხადდა

თეთრი სახლი

ნივ­თი­ე­რე­ბა, რომ­ლის აღმოჩენის გა­მო გა­სულ კვი­რას ღა­მით თეთრ სახ­ლში ევა­კუ­ა­ცია გა­მო­ცხად­და, კო­კა­ი­ნი აღ­მოჩ­ნდა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

სამართალდამცავი ორგანოს მაღალჩინოსანმა CBS News-ს უთხრა, რომ ნივთიერება აღმოაჩინეს კარადაში, რომელსაც თეთრი სახლის თანამშრომლები და სტუმრები მობილური ტელეფონების შესანახად იყენებენ.

ამასთანავე, ნარ­კო­ტი­კის თეთრ სახ­ლში აღ­მო­ჩე­ნი­სას აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბა­ი­დე­ნი და მისი ოჯა­ხი კემპ დე­ვი­დის რე­ზი­დენ­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

BBC-ი წერს, რომ საიდუმლო სამსახური ცდილობს იმის გარკვევას, თუ როგორ მოხვდა ნივთიერება თეთრ სახლში. ამისთვის ისინი კამერებსა და იმ ადამიანებს ამოწმებენ, ვისაც ტერიტორიაზე წვდომა ჰქონდა. 

მედიის ინფორმაციით, შენობის იმ ნაწილთან, სადაც კოკაინი აღმოაჩინეს, პრეზიდენტს, თეთრი სახლის შტაბის უფროსს, პრესმდივანსა და ასობით სხვა თანამშრომელს აქვს წვდომა. 

კომენტარები