მექსიკა

მეხიკოში აფეთქებას 6 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

მექსიკელი პოლიციელები

მექსიკის დედაქალაქ მეხიკოს დასავლეთ ნაწილში სავარაუდოდ კრიმინალური ბანდის წევრებმა აფეთქება მოაწყვეს. შემთხვევას ოთხი პოლიციელის და ორი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლე ემსხვერპლა. მთავრობამ მომხდარს ტერორისტული აქტი უწოდა.

გუბერნატორმა ენრიკე ალფარომ პრეს კონფერენციაზე თქვა, რომ კრიმინალური ბანდის წევრებმა თავდაპირველად ანონიმური ზარით დარეკეს პოლიციაში, პოლიციელების ადგილზე მისვლისას კი გაააქტიურეს ასაფეთქებელი მოწყობილობები. 

მექსიკაში ორგანიზებული კრიმინალური დაჯგუფებები ბოლო თვეებში გააქტიურდნენ. 2023 წლის ივნისში გუანახუატოს შტატში კრიმინალურმა ჯგუფმა მსგავსი ტერორისტული აქტი მოაწყო. ბანდის წევრებმა შეატყობინეს პოლიციის სამსახურს, რომ ავტომობილში გვამები იყო გადამალული. პოლიციელების მისვლისთანავე ავტომობილი აფეთქდა. 

კომენტარები