მეუფე შიო

შსს-მ გამოძიება მეუფე შიოს განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება მეუფე შიოს განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო - როგორც შსს-ში ტაბულას განუცხადეს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

უწყებაში ასევე ამბობენ, რომ გამოძიების შედეგების მიხედვით შესაძლოა მუხლი გადაკვალიფიცირდეს.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, მამა ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, მეუფე შიოს სისხლის ანალიზში გარკვეული ცვლილებებია და მძიმე მეტალების შემცველობა დაშვებულზე უფრო მეტია. თუმცა, როგორც მეუფე ანდრია ამბობს, პატრიარქის მოსაყრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა "ნორმალურია" და დაზუსტებით სხვა დეტალების თქმა ჯერ რთულია.   

"ნაწილობრივ შეიძლება საფუძველი ჰქონდეს იმ ინფორმაციას, რაც გავრცელდა". - დაწერა ჯაღმაიძემ პატრიარქის მოსაყდრის მოწამვლაზე გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ.  

თუმცა, როგორც მან მანამდე ტაბულას უთხრა, საკითხზე საჯაროდ "მრავალი უზუსტობა ითქვა".

კომენტარები