მეუფე შიო: კარგად ვარ, იმედია, გაირკვევა ეს ყოფითი მოწამვლაა თუ გარკვეული ზემოქმედება

საქართველოს მთავრობა / Facebook

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს თქმით, ახლა თავს კარგად გრძნობს. მიტროპოლიტი იმედს გამოთქვამს, რომ გაირკვევა, "ეს ყოფითი მოწამვლაა, თუ გარკვეული ზემოქმედება".

"მადლობა ღმერთს, ღვთის შეწევნით ვარ კარგად. ალბათ, უნდა ჩატარდეს [კვლევები], ექიმები გვირჩევენ. ზუსტად ახლა თქმა რთულია. იმედია, რომ გაირკვევა ეს ყოფითი მოწამვლაა, თუ გარკვეული ზემოქმედება იყო". – თქვა მეუფე შიომ სამების ტაძრის დატოვებისას.

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, მამა ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, მეუფე შიოს სისხლის ანალიზში გარკვეული ცვლილებებია და მძიმე მეტალების შემცველობა დაშვებულზე უფრო მეტია. თუმცა, როგორც მეუფე ანდრია ამბობს, პატრიარქის მოსაყრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა "ნორმალურია" და დაზუსტებით სხვა დეტალების თქმა ჯერ რთულია.   

"ნაწილობრივ შეიძლება საფუძველი ჰქონდეს იმ ინფორმაციას, რაც გავრცელდა". – დაწერა ჯაღმაიძემ პატრიარქის მოსაყდრის მოწამვლაზე გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ.  

თუმცა, როგორც მან მანამდე ტაბულას უთხრა, საკითხზე საჯაროდ "მრავალი უზუსტობა ითქვა".

7 ივლისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მეუფე შიოს განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით გამოძიება დაიწყო.

კომენტარები