საქართველო-პოლონეთი

კატოვიცეს აეროპორტში განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს

პოლონეთში, კატოვიცეს აეროპორტში საზღვრის დაცვის თანამშრომლებმა საქართველოს მოქალაქე დააკავეს - 38 წლის კაცს ინტერპოლი ყაზახეთის მოქალაქის განზრახ მკვლელობისთვის ეძებდა. ის 8 ივლისს, ქუთაისიდან კატოვიცეში ჩაფრენის შემდეგ, აეროპორტში დააკავეს.

პოლონური მედიის ცნობით, მესაზღვრეებმა საქართველოს მოქალაქე პოლიციას გადასცეს, რომელიც საქმის შემდგომ გამოძიებას განაგრძობს. სამართალდამცავები იმუშავებენ ყაზახეთის ხელისუფლებასთან მკვლელობის ზუსტი გარემოებების დასადგენად და დაკავებულის პასუხისგებაში მიცემის უზრუნველსაყოფად.

კომენტარები