საქართველო-პოლონეთი

პოლონეთში კონტრტერორისტულმა პოლიციამ საქართველოს 4 მოქალაქე დააკავა

საილუსტრაციო ფოტო

პოლონეთში, ქალაქ ვიელუნში ვარშავის პოლიციის დეპარტამენტმა და პოლიციის კონტრტერორისტულმა ძალებმა ოპერაციის ფარგლებში საქართველოს ოთხი მოქალაქე დააკავეს. ჯერჯერობით უცნობია დაკავებულთა ვინაობა და მათი ბრალი

პოლონური მედიის ცნობით, ჩატარდა მასშტაბური სპეცოპერაცია, რომელიც ლიტვამ მოითხოვა და გასცა ევროპული საგამოძიებო ორდერი საკუთარ ქვეყანაში ძებნილი ერთ-ერთი ქართველის დასაკავებლად. ოპერაციაში მონაწილეობდნენ პოლონეთის სასაზღვრო გვარდიის წარმომადგენლებიც.

ვარშავის პოლიციის მიერ X-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერია, კონტრტერორისტული ძალები არსებული საფრთხის გამო გამოიყენეს. 

როგორც პოლონურ მედიაში წერენ, სამართალდამცველებს ოპერაციის დეტალები ჯერჯერობით არ გაუსაჯაროებიათ. სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები დაკავებული საქართველოს მოქალაქეების პოლონეთში ყოფნის ლეგალურობას იძიებენ. როგორც მედიაში ვარაუდობენ, შესაძლებელია მათი ქვეყნიდან გაძევების გადაწყვეტილება მიიღონ.

კომენტარები