რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

უკრაინის დაზვერვის ცნობით, რუსეთის წყალქვეშა ნავის ყოფილი მეთაური, სერგეი რჟიცკი მოკლეს

რუსეთის შავი ზღვის ფლოტის წყალქვეშა ნავის, კრასნოდარის ყოფილი მეთაური, სერგეი რჟიცკი
social media/e2w

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის კრასნოდარის წყალქვეშა ნავის ყოფილი მეთაური, სტანისლავ რჟიცკი, რომელიც უკრაინაზე სარაკეტო თავდასხმებში მონაწილეობდა, მოკლეს. 

უკრაინის დაზვერვის პრესსამსახურის ცნობით, რჟიცკი 10 ივლისს კრასნოდარის პარკში იმყოფებოდა, რა დროსაც დაახლოებით 06:00 საათზე "მაკაროვის" პისტოლეტიდან 7-ჯერ ისროლეს. ამავე ინფორმაციით, რჟიცკი ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობების შედეგად ადგილზე გარდაიცვალა.

"ძლიერი წვიმის გამო პარკი დაცარიელდა, ამიტომ ვერც ერთმა თვითმხილველმა ვერ შეძლო დეტალების ან მსროლელის ვინაობის დასახელება". - ვკითხულობთ განცხადებაში. 

ამასთანავე, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახური აღნიშნავს, რომ წყალქვეშა ნავი კრასნოდარი, რომლის ყოფილი მეთაურიც რჟიცკი იყო, აღჭურვილია ფრთოსანი რაკეტებით.

უკრაინული მედიის ცნობით კი, წყალქვეშა ნავი კრასნოდარი შავი ზღვიდან უკრაინაზე სარაკეტო იერიშების მიტანაში მონაწილეობდა. 

კომენტარები