ჩინეთი

თავდამსხმელმა ჩინეთის საბავშვო ბაღში 6 ადამიანი მოკლა

კუანგტონგის პროვინციის ლიანძანგის ოლქში მდებარე საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორია თავდასხმის შემდეგ. კადრი Reuters-ის მიერ მოპოვებული ვიდეოდან
Video obtained/Reuters

25 წლის თავდამსხმელმა ჩინეთის კუანგტონგის პროვინციის ლიანძანგის ოლქში მდებარე საბავშვო ბაღში 6 ადამიანი მოკლა და 1 დაჭრა.

პოლიციის თქმით, თავდამსხმელი, რომელიც ადგილობრივი კაცია, უკვე დაკავებულია და საქმის გამოძიება მიმდინარეობს.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, კაცმა დანაშაული ცივი იარაღით ჩაიდინა და მსხვერპლს შორის ზრდასრულებთან ერთად მცირეწლოვნებიც არიან.

მიუხედავად იმისა, რომ მსგავსი თავდასხმები იარაღის მკაცრი აკრძალვისა და კონტროლის გამო ჩინეთში იშვიათია, ბოლო წლების განმავლობაში ინციდენტების რაოდენობამ მოიმატა, რაც სკოლის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შეშფოთებას იწვევს. სოციალური მედიის მომხმარებლები დამნაშავის სიკვდილით დასჯასაც ითხოვენ.

ექსპერტები მსგავსი თავდასხმების რიცხვის ზრდას მენტალურ ჯანმრთელობასაც უკავშირებენ, რაც მათი აზრით, COVID-19-ის პანდემიასთან არის დაკავშირებული.

კომენტარები