Tbilisi Pride

პაპუაშვილი Pride ფესტივალის ჩაშლაზე: არავინ დაზიანებულა, პოლიციამ ამოცანას თავი კარგად გაართვა

ჩვენ ვნახეთ, რომ პოლიცია საკმაოდ ჭარბად იყო წარმოდგენილი. პოლიციის ამოცანაა, რომ ადამიანების უსაფრთხოება უზრუნველყოს და მე რამდენადაც ვიცი, არავინ დაზარალებულა და დაზიანებულა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ პოლიციამ ეს ამოცანა შეასრულა [...] რა ინფორმაციაც მე მაქვს, პოლიციამ როგორც ფესტივალის მონაწილეების, ასევე, ჟურნალისტების უსაფრთხოება სათანადოდ უზრუნველყო. როდესაც აგრესიის გამოვლენა და ღონისძიების ხელის შეშლა ხდება, ეს პრობლემაა. პოლიცია თავისი შესაძლებლობების ფარგლებში მოქმედებს, მაგრამ ამასაც ზღვარი აქვს [...] მთავარი მაინც ის არის, რომ ადამიანების უსაფრთხოება დაიცვეს [...] მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები არ დაზიანდნენ და ამ მხრივ, პოლიციამ საკუთარ ამოცანებს თავი კარგად გაართვა.

თქვა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა Pride ფესტივალის ჩაშლაზე. ქოც-ორკებმა ლისის ტბის ტერიტორიაზე Tbilisi Pride ფესტივალისთვის გამაგრებული სცენა და სასცენო მოწყობილობები დაარბიეს, ინვენტარის ნაწილი კი დაწვეს.

Tbilisi Pride-ის განცხადებით, სამართალდამცველებმა ტერიტორიის დაცვა ვერ შეძლეს და მათი ევაკუაცია გახდა საჭირო.

კომენტარები