Tbilisi Pride

ორკ-ქოცებმა დაიკავეს ტერიტორია, დაარბიეს სცენა, ინვენტარის ნაწილი დაწვეს – IPN

IPN-ის ინფორმაციით, როკ-ქოცებმა ლისის ტბის ტერიტორიაზე Tbilisi Pride ფესტივალისთვის გამაგრებული სცენა და სასცენო მოწყობილობები დაარბიეს, ინვენტარის ნაწილი კი დაწვეს.

გამოცემის ცნობით, მას შემდეგ, რაც მოძალადე ჯგუფი ლისის ტბის ტერიტორიაზე შეიჭრნენ, ისინი ცდილობდნენ, ეპოვნათ ფესტივილის მონაწილეები, თუმცა ისინი მათ ადგილზე არ დახვდათ.

ტერიტორიის ევაკუაციის შესახებ განცხადება Tbilisi Pride-მა გაავრცელა. მათი თქმით, სამართალდამცავებმა ტერიტორიის დაცვა ვერ შეძლეს. 

დღეს, 8 ივლისს დილიდან ორკ-ქოცებმა პრაიდფესტივალის გასაპროტესტებლად შეკრება დაიწყეს და ფესტივალის ტერიტორიისკენ დაიძრნენ. ძალადობრივი ჯგუფის რამდენიმე წევრი პოლიციამ დააკავა. იქ მყოფი მედიის ცნობით, ევაკუაციამდე ტერიტორიაზე დამატებით გამოჩნდა პოლიცია ხელკეთებითა და ფარებით.  

8 ივლისს Lisi Wonderland-ში Tbilisi Pride Fest 2023-ი იყო დაგეგმილი. ორგანიზატორების თქმით, ფესტივალი თანასწორობისთვის, ხილვადობისთვის, თავისუფლებისა და სიყვარულისთვის ბრძოლის ნაწილი უნდა ყოფილიყო. 

კომენტარები