ტერიტორიული მოწყობა

რატომ და როგორ შემცირდა 12 თვითმართველი ქალაქი 5-მდე?

ტერიტორიული მოწყობა

რატომ და როგორ შემცირდა 12 თვითმართველი ქალაქი 5-მდე?

საქართველოში 2017 წლიდან 5 თვითმართველი ქალაქია: თბილისი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი და რუსთავი.

5 წლის წინ 7 თვითმართველ ქალაქს სტატუსი ჩამოართვეს. ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის იმავე წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, 59%-სთვის მიუღებელია ცვლილება, რომ ამ ადგილებში ქალაქის და თემის მუნიციპალიტეტი გაერთიანდება.

მაშინ პრემიერი, გიორგი კვირიკაშვილი ამტკიცებდა, რომ მუნიციპალური ბიუჯეტები გაერთიანდება და ქალაქებსა და რაიონებს არც ერთი თეთრი არ მოაკლდებათ. თვითმმართველობის რეფორმის მიზეზად კვირიკაშვილმა რაიონებში არსებული ორხელისუფლებიანობა დაასახელა და თქვა, რომ ხდებოდა ფუნქციების გაორება და დუბლირება.

მაშინდელი საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი კი თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის ჩამორთმევას ევროპული მმართველობის საწინააღმდეგო ტენდენციას უწოდებდა, რაც, მისი თქმით, შეაფერხებდა სახელმწიფოს პროპორციულ განვითარებას. 

არასამთავრობო ორგანიზაციამ საერთაშორისო გამჭვირვალობამ 2017 წელს გადაწყვეტილება ცალსახად უარყოფითად შეაფასა.

"სამწუხაროა, რომ 2014 წელს ხელისუფლების მიერ გაცემული დაპირება იმის თაობაზე, რომ 2017 წლამდე კიდევ უფრო მეტი დეცენტრალიზება მოხდებოდა, არ შესრულდა, უფრო მეტიც, ამ კუთხით ვხედავთ უკუსვლას". - წერდა ორგანიზაცია ცვლილებების კვალდაკვალ. 

საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ და კიდევ 123-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ ხელისუფლებას 2017 წელს წარუდგინა კონტრარგუმენტები - თვითმართველი ქალაქების გაუქმებასთან დაკავშირებით. 

ორგანიზაცია განმარტავდა, რომ საზღვარგარეთის ქვეყნების გამოცდილების პირდაპირი გაზიარება არ არის სწორი მიდგომა და იგი დეცენტალიზაციის პროცესის მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორიც კი შეიძლება იყოს. საჭიროა, უცხოური და ადგილობრივი გამოცდილების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, ადგილობრივი კონტექსტის გათვალისწინებით დეცენტრალიზაციის სწორი პოლიტიკის შერჩევა, რაც ორიენტირებული უნდა იყოს თვითმმართველობათა რაოდენობის არა შემცირებისაკენ, არამედ გაზრდისკენ.

რატომ გვჭირდება თვითმართველი ქალაქები?

  • თვითმმართველობების გამსხვილება მოსახლეობასა და ხელისუფლებას ერთმანეთს აშორებს;
  • გამსხვილების პირობებში რთულდება მუნიციპალური, კომუნალური სერვისების მიწოდების პროცესი;
  • მუნიციპალიტეტების გაყოფა კი ხელს უწყობს ახალი ადმინისტრაციული ცენტრებისა თუ ეკონომიკური მიზიდულობის ადგილების წარმოქმნას, რაც გრძელვადიან პერიოდში ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი საფუძვლადაც შეიძლება იქნეს მიჩნეული;
  • ადგილობრივი ხელისუფლებისა და მოსახლეობის დაახლოება მნიშვნელონად აუმჯობესებს როგორც მოქალაქეთა ჩართულობის პროცესს, ასევე ზრდის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირთა ანგარიშვლადებულების დონესაც, რადგანაც მცირე მუნიციპალიტეტში ადამიანთა მცირე რიცხვისგან შემდგარი საზოგადოების სამოქალაქო კონტროლი მუნიციპალურ ორგანოებზე, არსებული გამოცდილების გათვალისწინებით, უფრო ეფექტური და შედეგზე ორიენტირებულია;
  • მცირე ზომის მუნიციპალიტეტებში უფრო მარტივია გარკვეული პრობლემის იდენტიფიცირება და მასზე დროული რეაგირება

კომენტარები