რუსეთის საოკუპაციო ძალები

საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 6 მოქალაქე დააკავეს

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილის ალექსი ბატიაშვილის ინფორმაციით, რუსულმა საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 6 მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ ბატიაშვილმა პარლამენტში, თავდაცვის, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების ერთობლივი სხდომაზე ისაუბრა. 

"აქვე მინდა კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტი გითხრათ, რომ დღეს დილით მოხდა კიდევ 6 ჩვენი თანამოქალაქის უკანონო დაკავება საოკუპაციო ძალების მიერ. გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ჩართულები არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. დადასტურებულია უკვე მათი დაკავება, ველოდებით განვითარებას. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მალე ეს ადამიანები ოჯახებს დაუბრუნდნენ".- თქვა ბატიაშვილმა. 

 

კომენტარები