არასრულწლოვანზე ძალადობა

9 წლის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით მამინაცვლის მამა დააკავეს

Shutterstock

რუსთავში 9 წლის ბავშვზე ძალადობის ბრალდებით მამინაცვლის მამა დააკავეს. როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, პირი გუშინ დააკავეს და გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც არასრულწლოვანი პირის მიმართ ძალადობას გულისხმობს. 

5 ივლისს მოქალაქე რუსკა მჭედლიძემ საკუთარ ფეისბუქ გვერდზე დაწერა, რომ რუსთავში 9 წლის ბავშვზე მამინაცვლის მამამ იძალადა. მისივე თქმით, არასრულწლოვანს ბრალდებულის ცოლი მოკვლით ემუქრებოდა. 

"ნაცემმა ბავშვმა თავის მეგობრებს უთხრა, 10 წუთში ეზოში თუ არ ჩამოვედი ესეიგი კიდევ მცემენ და პატრულში დარეკეთო. ერთ-ერთი ჩუმად ავიდა მესამე სართულზე, კარზე ყური მიადო და ტირილის ხმა რომ გაიგო დარეკა პოლიციაში". - წერს მოქალაქე. 

აქტივისტმა პოსტში შესაბამის ორგანოებს რეაგირებისკენ მოუწოდა. 

კომენტარები