არასრულწლოვანზე ძალადობა

არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით ენმ-ს წევრი დავით დიღმელაშვილი დააკავეს

დავით დიღმელაშვილი

არასრულწლოვანზე ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

ტაბულას ინფორმაციით, დაკავებული ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრი დავით დიღმელაშვილია. ის 2021 წლიდან საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრია.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის, არასრულწლოვნის, მიმართ ძალადობას, სისტემატურ შეურაცხყოფას, შანტაჟს ან დამცირებას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა. ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

კომენტარები