ეკვადორი

ეკვადორში საბაგირო გაიჭედა – გონდოლებში სულ მცირე 70 ადამიანია ჩარჩენილი

ტელეფერიკოდან დანახული კიტო
Loop Images/Universal Images Group/Getty Images

მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი საბაგირო სისტემის გონდოლებში გაჭედილი ათობით ადამიანის ჩამოსაყვანად ეკვადორის დედაქალაქ კიტოში მაშველები მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

შესაბამის სამსახურებში საბაგიროს ტექნიკური გაუმართაობის შესახებ შეტყობინება 6 ივლისს, ადგილობრივი დროით საღამოს 4 საათზე შევიდა. სამაშველო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა და 7 ივლისის დილის მონაცემებით მაშველებმა საბაგიროდან 14 ადამიანის ჩამოყვანა შეძლეს. მათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს.

კიტოს საბაგირო, რომელსაც ტელეფერიკოსაც უწოდებენ, ზღვის დონიდან 3 947 მეტრზე ადის და დაახლოებით 2 500 მეტრიანი გზა აქვს, რომლის გავლასაც 18 წუთი სჭირდება.

კომენტარები