თბილისის ქუჩები

თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ლევან კბილაშვილის სახელი ეწოდა

თბილისში, გლდანი-ნაძალადევის რაიონში, ერთ-ერთ ქუჩას მომღერალ ლევან კბილაშვილის სახელი მიენიჭა.

მომღერლის დის, სალომე კბილაშვილის თქმით ლევანი სწორედ ამ ქუჩაზე დაიბადა და გაიზარდა.

კბილაშვილი 2011 წელს მუსიკალურ პროექტ ჯეოსტარში მონაწილეობდა. შემდეგ მიიღო მონაწილეობა რუსულ ვოისში. ლევან კბილაშვილი 2022 წელს, 32 წლის ასაკში გარდაიცვალა. მომღერალს ბოლო წლებში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

კომენტარები