.საქართველო-უკრაინა

პოდოლიაკი სააკაშვილზე: დემონსტრაციულად ცინიკური, გულისამრევი მოპყრობაა რუსეთის სასარგებლოდ

რამდენიმე წითელი ხაზი გადაკვეთა საქართველოს ხელისუფლებამ. ეს არის რუსეთთან ავიამიმოსვლის განახლება, ასევე, დემონსტრაციული ქცევა რუსეთის სასარგებლოდ ამა თუ იმ ინიციატივების თვალსაზრისით, რომელსაც რუსეთი ამჟღავნებს თავის მოქალაქეებისადმი, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზეა და აბსოლუტურად გულისამრევი მოქმედება ბატონი სააკაშვილის მიმართ. ეს არის ძალიან შთამბეჭდავი იმ თვალსაზრისით, როგორ გრძნობს თავს ციხეში. მე მესმის, რომ არსებობს იურიდიული პრეტენზიები, მაგრამ დასაბუთება ამ პრეტენზიების საეჭვოა. თუმცაღა მესმის, როგორც გითხარით, მაგრამ ვთვლი, რომ მოქცევა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიმართ უნდა იყოს განსხვავებული და არა ასეთი დემონსტრაციულად ცინიკური და ასეთი გულისამრევი, რომელსაც დღეს გვანახებს საქართველოს ხელისუფლება.

რა თქმა უნდა, საქართველო სუვერენული ქვეყანაა. კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, რომ ჩვენ კარგად გვესმის, საქართველოს შეუძლია, მოიქცეს როგორც სურს შიდა და გარე არენაზე, მაგრამ ჩვენთვის ცოტათი უცნაურად ჩანს ეს ყველაფერი, რუსეთის მხარდაჭერა, სოლიდარობაზე უარი ანტირუსულ სანქციებთან დაკავშირებით, რომელსაც ევროკავშირი უჭერს მხარს, აქ საერთოდ ამოუხსნელია საქართველოს ხელისუფლების ქმედება. ერთი მხრივ, ითხოვს კანდიდატობას ევროკავშირში, რომ თითქოს შეასრულეს ყველა მოთხოვნა და მეორე მხრივ, დემონსტრაციულად უარს ამბობს სანქციური პოლიტიკის მხარდაჭერაზე.

ის, რაც სააკაშვილის თავს ხდება, ამის ყურებაც კი შეუძლებელია. ეს არის ანტიჰუმანისტური ქცევა, რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ. პუტინი გახლავთ მტრული ქვეყნის პრეზიდენტი. ჩვენ გვინდა, იგი დავსვათ მსჯავრდებულთა სკამზე. მისი პერსონალური ოპონენტის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება ჩვენთვის თვალშისაცემია და ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს ჩვენს პარტნიორებთან.

ამბობს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ფორმულას ეთერში საუბრისას. 

კომენტარები