შავი ზღვა

ტურიზმის სააგენტოს ხელმძღვანელი: საქართველოში შავი ზღვის სანაპირო სრულიად უსაფრთხოა

"შავი ზღვაში წლის ხარისხი უსაფრთხოა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს კვლევების შედეგების მიხედვით, ზღვის წყლის სინჯებში ბიოგენური ელემენტების, მძიმე მეტალებისა და ჯამური ნავთობის ნახშირწყალბადების კონცენტრაციები ნორმის ფარგლებშია,“ - ასე შეაფასა შავი ზღვის წყლის ხარისხის შედეგები ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ, რომელიც აჭარის რეგიონში ადგილობრივი ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.    

მაია ომიაძის მტკიცებით, ზღვის წყლის ხარისხი ნორმებს აკმაყოფილებს და საზღვაო კურორტები უკვე სავსეა დამსვენებლებით.

"საქართველოს შავი ზღვის სანაპირო დამსვენებლებისთვის სრულიად უსაფრთხოა, ზღვის წყლის ხარისხი 10 დღეში ერთხელ 9 სადგურზე მოწმდება და შეიძლება ითქვას, რომ ყველა საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობით გათვალისწინებულ სტანდარტს აკმაყოფილებს. ყოველგვარი შიში უსაფუძვლოა, ყველას შეუძლია იხილოს, რომ ზღვისპირა რეგიონებში, აჭარაში ძალიან ბევრი ტურისტია, როგორც საერთაშორისო ასევე ადგილობრივი“, - თქვა ომიაძემ.


6 ივნისს ხერსონის ოლქში მდებარე კახოვკის ჰიდროელექტროსადგურის კაშხალი დაინგრა, რასაც წყალდიდობა მოჰყვა. უკრაინელების განცხადებით, ნგრევა რუსი ოკუპანტების მიერ კაშხლის აფეთქებას მოჰყვა. საპირისპიროს ამტკიცებს მოსკოვი. წყალდიდობის შემდეგ გაჩნდა კითხვა, მოაღწევს თუ არა დაბინძურებული წყალი საქართველომდე და უსაფრთხოა თუ არა შავი ზღვის სანაპიროზე დასვენება. 

კომენტარები