მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა

კულება: ელჩისთვის ქვეყნის დატოვების თხოვნა უკიდურესად მკაცრი ფორმაა, ოცნება ამას იმსახურებს

დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის კადრების გამოქვეყნების შემდეგ საქართველოს ხელისუფლება გააკრიტიკა. ამის შესახებ მან უკრაინულ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა.

"როდესაც სახელმწიფო რაღაცით უკმაყოფილოა, პირველი რეაქცია არის პროტესტი. მეორე დონე არის ელჩის კონსულტაციებისთვის გამოძახება. და რეაქციის მესამე დონე, რამდენიმე საფეხურით მაღალი სიმძიმით, არის სთხოვო ამ ქვეყნის ელჩს, დატოვოს უკრაინა თავის მთავრობასთან კონსულტაციებისთვის. დიპლომატიაში ეს უკიდურესად მკაცრი ფორმაა, მაგრამ საქართველოს მთავრობა ამას იმსახურებს". - თქვა კულებამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს ელჩს სამშაბათს დილით გამოიძახებენ, რის შემდეგაც "მასთან სათანადო საუბარი ექნებათ".

კულებას თქმით, საქართველოს ხელისუფლებას "ნამდვილად სურს სააკაშვილის სიკვდილით დასჯა" პირადი სიძულვილისა და შურისძიების გამო, რასაც უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი "ძველ სტალინურ მეთოდს" უწოდებს.

"თუ ისინი სააკაშვილს საშინაო პოლიტიკისთვის საფრთხედ მიიჩნევენ, მიეცით ნება, დატოვოს საქართველო, მშვიდად იცხოვროს უკრაინაში ან მსოფლიოს სხვა ქვეყანაში. და განაგრძეთ იქ ცხოვრება და რუსეთთან დაახლოება, თუ თქვენ ასე გინდათ. ჩვენ ვხედავთ მის სიკვდილამდე მიყვანის ბრმა, უბრალოდ სასტიკ პოლიტიკას". - აღნიშნა კულებამ.

"დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს უკრაინაში საქართველოს ელჩის დაბარება დავავალე. გამოვხატოთ ჩვენი მკაცრი პროტესტი და ვთხოვოთ მას 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა მის დედაქალაქთან კონსულტაციები გამართოს" - ზელენსკი.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 3 ივლისს აღნიშნა, რომ უკრაინაში საქართველოს ელჩს 48 საათის განმავლობაში ქვეყნის დატოვებას სთავაზობს

კომენტარები