მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა

სამაჯური და ალიკაპი კობახიძე-ღარიბაშვილს გაუკეთონ – ხაბეიშვილი ზურაბიშვილის ინტერვიუზე

"სამაჯური და ალიკაპი გაუკეთონ კობახიძეს და ღარიბაშვილს" - ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს ეხმაურება.   

გუშინ, 2 ივნისს ზურაბიშვილმა France 24-თან ინტერვიუში თქვა, რომ სააკაშვილს კარგად უნდა მოუარონ და "ელექტრონული სამაჯურები არსებობს, რომელთა შესახებაც ვიცით და სხვა ფორმები, რომლებიც უფრო შეესაბამება იმ ქვეყანას, რომელიც ევროკავშირს შეუერთდება". 

"საქართველოს დამნაშავე პრეზიდენტი არ ჰყოლია. თურმე, რაღაც სამაჯური უნდა ჰქონდეს და ა.შ. სამაჯური და ალიკაპი გაუკეთონ ირაკლი კობახიძეს და ირაკლი ღარიბაშვილს. 

პრეზიდენტ სააკაშვილი უნდა იყოს თავისუფალი. სალომე ზურაბიშვილს ეს ინსტრუმენტი აქვს, პრეზიდენტ სააკაშვილს შესაწყალებელი კი არ აქვს რამე, სალომემ მისი უფლებამოსილება უნდა გამოიყენოს და გაათავისუფლოს პუტინის საამებლად დაკავებული პრეზიდენტი - ეს არის ჩემი დამოკიდებულება. არ ვეთანხმები იმას, რომ თურმე, ვიღაცას რაღაცა სამაჯური უნდა ეკეთოს და ა.შ. პერეზიდენტ სააკაშვილს ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი გაუკეთებია იმისთვის, რომ სამაჯურით არ იაროს. უპირობო თავისუფლება მიეცეს პრეზიდენტ სააკაშვილს და მათ შორის, ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან მას შეუძლია იყოს მთავარი ლობისტი ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაში". - ამბობს ლევან ხაბეიშვილი ინტერპრესნიუსის ინფორმაციით. 

კომენტარები