სირია-რუსეთი

სირიის პრეზიდენტის შვილმა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარჩინებით დაამთავრა – მედია

სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის შვილი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორთან ერთად 
Al-Watan

სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის შვილმა, ჰაფეზმა მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი წარჩინებით დაამთავრა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია TACC-ი სირიულ სამთავრობო გაზეთ Al-Watan-ზე დაყრდნობით იტყობინება

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სირიელი ლიდერის ვაჟი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში მექანიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე სწავლობდა, ხოლო მაგისტრატურის მეორე კურსი ვადაზე ადრე დაასრულა. 

ჰაფეზ ასადს დიპლომი უნივერსიტეტის რექტორმა ვიქტორ სადოვნიჩიმ სხვა სირიელ სტუდენტებთან ერთად გადასცა.

როგორც რუსული მედია წერს, ცერემონიაში მონაწილეობა სირიის პირველმა ლედიმ ასმა ასადმაც მიიღო. იგი დელეგაციასთან ერთად მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის სპეციალური მოწვევით ჩავიდა. ამასთანავე, სირიის პირველი ლედი პირადად შეხვდა და გაესაუბრა რექტორს და უნივერსიტეტის ადმინისტრაციას.

შეგახსენებთ, რომ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სირიის ლიდერის ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ სანქციები მიმდინარე წლის მარტში დააწესა.

სანქციები ალ-ასადის უკრაინაში ხელმისაწვდომ აქტივებს ბლოკავს. ამასთან, კრძალავს ნებისმიერ სავაჭრო ტრანზაქციას უკრაინის ტერიტორიაზე.

კომენტარები