უკრაინის სანქციები

ზელენსკიმ სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ სანქციები დააწესა

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სირიის ლიდერის ბაშარ ალ-ასადის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. 

სანქიები ალ-ასადის უკრაინაში ხელმისაწვდომ აქტივებს ბლოკავს. ამასთან, კრძალავს ნებისმიერ სავაჭრო ტრანზაციას უკრაინის ტერიოტორიაზე.

პრეზიდენტის გარდა სანქციები დაწესდა სირიის 70 წლის პრემიერმინისტრის, ჰუსეინ არნუსის და საგარეო საქმეთა მინისტრის, ფეისალ მექდადის წინააღმდეგ.

ახალი სანქციების სიაში სულ 300 ადამიანი და 141 იურიდიული პირია.


15 მარტს სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი მოსკოვში ჩავიდა. ვიზიტის ფარგლებში იგი რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს შეხვდა.

 კრემლის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ რუსეთისა და სირიის ლიდერები განიხილავენ თანამშრომლობას პოლიტიკურ, სავაჭრო და ჰუმანიტარულ სფეროებში. გარდა ამისა, ისინი ისაუბრებენ "სირიასა და მის გარშემო არსებული დაძაბულობის მოგვარების გზებზე"

კომენტარები