გამოცემა Reuters წერს, რომ სირია დასავლეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებისა და სანქციების ნაწილის შემსუბუქების მიუხედავად, ენერგომომარაგებისთვის კვლავ მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული რუსულ ნავთობზე.
წყაროების ინფორმაციით, რუსეთიდან სირიაში ნავთობის მიწოდება წელს 75%-ით გაიზარდა და დაახლოებით დღეში 60 000 ბარელს აღწევს, ხოლო 2025 წელს მოსკოვმა დამასკოს ჯამში 16.8 მილიონი ბარელი ნავთობი მიაწოდა.
Reuters-ის მიხედვით, დამასკო პარალელურად დასავლურ და არაბულ სახელმწიფოებთან კავშირების გაძლიერებას ცდილობს, თუმცა ქვეყნის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობისა და ინფრასტრუქტურული პრობლემების გამო რუსული ენერგორესურსების სწრაფად ჩანაცვლება ამ ეტაპზე შეუძლებელია.
გამოცემა აღნიშნავს, რომ მოსკოვი სირიაში გავლენის შენარჩუნებას სამხედრო და ენერგეტიკული თანამშრომლობით ცდილობს, მიუხედავად იმისა, რომ დამასკო ბოლო პერიოდში დასავლეთთან დაახლოებაზეა ორიენტირებული.





