ფინეთი

ფინეთის ეკონომიკის მინისტრი წარსულში ნაცისტებზე გაკეთებული კომენტარების გამო გადადგა

ფინეთის ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ვილჰელმ ჯუნილა
Eeva-Maria Brotherus / Lehtikuva / AFP/Getty Images

ფინეთის ეკონომიკის მინისტრი, ვილჰელმ ჯუნილა ნაცისტების შესახებ წარსულში გაკეთებული კომენტარების გამო გადადგა

არსებული ინფორმაციით, ჯუნილამ ბოდიში მოიხადა და თანამდებობა გუშინ, 30 ივნისს დატოვა. 

როგორც POLITICO წერს, მემარჯვენე პოპულისტური პარტიის წევრი, ვილჰელმ ჯუნილა ფინური მედიის კრიტიკის ქვეშ 2019 წელს ნეო-ნაცისტებთან დაკავშირებულ ულტრამემარჯვენე ღონისძიებაზე დასწრების გამო მოექცა.  

გამოცემის ცნობითვე, ჯუნილა ასევე ხუმრობდა ნაციზმზე - ახსენებდა რიცხვ 88-ს, რომელიც გამოიყენება როგორც "ჰაილ ჰიტლერის" სიმბოლო, რადგან H ანბანის მერვე ასოა.

"მე ვგმობ ჰოლოკოსტს, ანტისემიტიზმს და ყველა ანტისემიტურ აქტს". - წერდა ჯუნილა Twitter-ზე 22 ივნისს.

შეგახსენებთ, რომ ფინელების პარტია, რომლის წევრი ვილჰელმ ჯუნილაა, აპრილის არჩევნებზე მეორე ადგილზე გავიდა და სამთავრობო კოალიციის წევრი მიმდინარე თვის დასაწყისში გახდა.

კომენტარები