ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური

ატომური ენერგიის სააგენტოს დირექტორი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ჩავიდა

29 მარტს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი, რაფაელ გროსი სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მიერ კონტროლირებად ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ჩავიდა.

IAEA-ს წარმომადგენლის თქმით, რაფაელ გროსი ევროპის უმსხვილეს ატომურ ელექტროსადგურში არსებული სიტუაციის განსახილველად ჩავიდა.

"მე არ ვაპირებ დანებებას. პირიქით, მიმაჩნია, რომ ჩვენი ძალისხმევა უნდა გავაძლიეროთ". - თქვა გროსიმ Reuters-სთან ინტერვიუში. 

რუსულ საინფორმაციო სააგენტოებთან საუბრისას მან თქვა, რომ ქარხანაში მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა და სურს, კატასტროფის საფრთხის შესამცირებლად რეალისტური გზები მოიფიქროს.

ბოლო ერთი წლის განმავლობაში რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთი ელექტროსადგურის დაბომბვაში არაერთხელ დაადანაშაულეს. გროსი მოითხოვს, დაწესებულებების დასაცავად  რუსეთსა და უკრაინას შორის უსაფრთხოების შეთანხმება დაიდოს.

კომენტარები